შემოსავალდაკარგული დასაქმებულები და თვითდასაქმებულები კომპენსაციის მოთხოვნას 1-ელ აგვისტომდე შეძლებენ
სოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ. “მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას – მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება […]