Monday, 25 May 2026
$ 2.67
3.10
£ 3.59
0.04
0.06

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. კერძოდ, უწყების ცნობით, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე […]

admin19.06.2020

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს. მოსწავლემ კადეტის სტატუსის მისაღებად, რამდენიმე საფეხური: რეგისტრაცია, მისაღები გამოცდები და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. რეგისტრაცია მიმდინარეობს ლიცეუმში 2020 წლის 22 ივნისიდან […]

admin19.06.2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა

საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი  – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები. ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც  ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ […]

admin19.06.2020

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.  მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ.  რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით […]

admin19.06.2020

ლევან დავითაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე, რომელსაც ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ლევან დავითაშვილმა Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დასაძლევად მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამები ფერმერებს მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში დაეხმარება. „ჩვენ […]

admin19.06.2020

გიორგი გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ღონისძიებაზე უმაღლეს დონეზე შეჯამდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები. ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დინამიკა, პრიორიტეტები და მისი გაღრმავების  პერსპექტივები, ასევე […]

admin19.06.2020

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი, შესაბამისად, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 741-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2855 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – […]

admin19.06.2020

გიორგი გახარია: „20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება – ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, არ ისროდნენ, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებულია, რომ ის დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. „სრულად ვეთანხმები, რომ უნდა შესრულდეს […]

admin18.06.2020

გიორგი გახარია: „მინდა, სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს“

ბოლო წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის და სისტემისთვის განსაკუთრებით სავსე იყო გამოწვევებით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მედიასთან. მთავრობის მეთაურმა სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს მადლობა გადაუხადა იმ თავდადებისთვის, ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს. „ეს არის სამინისტრო, რომელიც ზრუნავს, […]

admin18.06.2020

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ექვსი სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან. დანაშაულებრივი ჯგუფის […]

admin18.06.2020