გიორგი გახარია: „ჩვენი ფუნქცია რეგიონში არის პირველ რიგში, უსაფრთხოება, სიმშვიდე და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა იძენს სულ უფრო მეტ დატვირთვას“
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, ჩვენი, საქართველოს სპეციალური სამსახურები უაღრესად მაღალი ხარისხით არიან შეფასებულები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს კოოპერირება იყოს სულ უფრო და უფრო ეფექტური. „მათი […]