საქართველო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 ადამიანი სასამართლომ პატიმრობში დატოვა

admin 27.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა მიიღო.

ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.