Saturday, 18 July 2026
$ 2.63
3.01
£ 3.54
0.03
0.06

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან ზიბერტმა განაცხადა, რომ „ალექსეი ნავალნი რუსეთში ქიმიური ნერვული აგენტით თავდასხმის მსხვერპლია“.  „ფედერალური მთავრობა უმკაცრესად გმობს ამ თავდასხმას. ვიმედოვნებთ, რომ ალექსეი ნავალნი სრულად გამოჯანმრთელდება“, ნათქვამია განცხადებაში.  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა და თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. ავიალაინერი ომსკში […]

admin02.09.2020

განათლების მინისტრის მოადგილე: სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რათა თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი

მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ სასწავლო პროცესის თავისი საჭიროებიდან გამომდინარე ორგანიზება მოახდინონ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც […]

admin02.09.2020

გიორგი გახარია: დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ

დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით – მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავარი ამოცანა, ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვაა.„ყველაზე მთავარი არის […]

admin02.09.2020

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან, რათა ხელი არ შეუწყონ ქვეყანაში ინფექციის უფრო მეტად გავრცელებას. „გთხოვთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ მოვეშვებით, რასაც ვუყურებთ ქალაქში, თუ სხვაგან, ვხედავთ, რომ ადამიანები უკვე ტრანსპორტში ნაკლებად იცავენ წესრიგს, ნაკლებად დადიან პირბადით, ასევე დახურულ შენობებში. ისევ და ისევ ადგილი აქვს დიდ თავყრილობებს სხვადასხვა მიზეზით. […]

admin02.09.2020

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის (2 სექტემბერი, 2020) ქვეყანაში კორონავირუსის 1548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1270-ს შეადგენს.

admin02.09.2020

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის უწყება ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ნატო-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და სამხედრო სწავლებებს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო აძლიერებს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელს უწყობს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე […]

admin01.09.2020

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 1 – 4 სექტემბრის დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს

„საკმაო პაუზა გვქონდა სანამ შევუდგებოდით მუშაობას. საკმაოდ კარგად გაართვა პარლამენტმა, თითოეულმა ჩვენგანმა ამ სერიოზულ გამოწვევას თავი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის აპარატს, ტექნიკურ პერსონალს, დამლაგებლებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მაღალ დონეზე ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს. იმედია, რომ დღემდე ჩვენ მოვედით მშვიდობით და გავაგრძელებთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. […]

admin01.09.2020

2020 წლის 1 სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8 000 ლარით გაიზარდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 1 სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8000 ლარით. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ) და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეებს ნაცვლად 12 000 ლარისა, შესაძლებლობა ექნებათ […]

admin01.09.2020

2020 წლის 1 სექტემბრიდან მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება

2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, […]

admin01.09.2020

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საარჩევნო სიების დაზუსტებისთვის გაწეულ სამუშაოებს დადებითად აფასებს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული. […]

admin01.09.2020