სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 დაუდასტურდა
სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო მომატებული რისკის ზონაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, […]