სერგო რატიანი: ხელისუფლებამ სკოლის იმ დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, უფლებამოსილება შეუწყვიტა
ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო აგონიაშია, რაც დადასტურდა სკოლის დირექტორების მიმართ განხორციელებული მასშტაბური სადამსჯელო ქმედებით, კერძოდ, ხელისუფლებამ იმ დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, დაკისრებული უფლებამოსილება შეუწყვიტა და საჩვენებელი დასჯის გეგმა აამუშავა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. „თბილისის მასშტაბით სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ […]