Saturday, 18 July 2026
$ 2.63
3.01
£ 3.54
0.03
0.06

35.7 მლნ ევრო საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ელექტრონულად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლიც ითვალისწინებს 35.7 მლნ ევროს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას პროექტისთვის Log-in Georgia, რომლის მიზანია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: • ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; • მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული […]

admin01.09.2020

ირაკლი კობახიძე: ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში

“როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში. ამ ამოცანის განხორციელებას ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ რეფორმირებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად თვისებრივად განახლდა და დაიხვეწა. “ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიას უკვე რამდენიმე კვირაა წარმართავს. ყველა თვალნათლივ ხედავს, რომ ჩვენი პარტია […]

admin01.09.2020

18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყო და 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განცხადებებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. „ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, თუმცა აქ იყო ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. შეხვედრა გვქონდა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდგომ […]

admin01.09.2020

დღეიდან კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს

კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მშობლებს საფრთხეების შემცირების ეფექტურ მექანიზმს აძლევს. დღეიდან, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი […]

admin01.09.2020

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის (1 სექტემბერი, 2020) ქვეყანაში კორონავირუსის 1510 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1253-ს შეადგენს.

admin01.09.2020

„სტანდარტ ენდ ფუარსის“​ შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტიანია

საკრედიტო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B სტაბილური პერსპექტივით დონეზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, „სტანდარტ ენდ ფუარსის“ შეფასებით, გამოწვევებით სავსე საგარეო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველომ, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები შეინარჩუნა, სწრაფად გაუმკლავდა ცვალებად საგარეო ვითარებას და რეალური გაცვლითი კურსის მკვეთრი და დამაზიანებელი რყევები აირიდა. „სტანდარტ ენდ ფუარსის“​ […]

admin31.08.2020

პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა

დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე […]

admin31.08.2020

გიორგი გახარია – უახლოეს დღეებში მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს

უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, […]

admin31.08.2020

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიური მზადების პროცესშია. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ. წელს წვრთნებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი 4 ქვეყნის – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სწავლების ოფიციალურ გახსნამდე საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ. სწავლება ოფიციალურად 7 […]

admin31.08.2020

„S&P-ის და „ფიტჩ“-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგების უცვლელად დატოვება არის ინდიკატორი, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარდ ენდ ფუარსის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე და პერსპექტივის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათელა თურნავამ. მინისტრის თქმით, „S&P“მა განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ასევე უცვლელად დატოვა პერსპექტივა […]

admin31.08.2020