ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება – პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ინფიცირების 57 შემთხვევა დღეს და 44 შემთხვევა გუშინ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვითარება კონტროლს ექვემდებარება. „მეორე ტალღას […]