საქართველოს პრეზიდენტი: ,,ევრონიუს საქართველო“ ხიდია ევროპასა და საქართველოს შორის და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ადგილი, სადაც ინვესტიციის განხორციელება მარტივი და შედეგიანია
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ტელეკომპანიას “Euronews Georgia” ესტუმრა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ახლადგახსნილი ტელეკომპანია დაათვალიერა. პრეზიდენტს ტელეკომპანიაში ,,ევრონიუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაიკლ პიტერსმა უმასპინძლა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს, იმისათვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ,,ევრონიუს საქართველოს“ პროექტის საწყისებთან იდგა. ,,თქვენ ყოველთვის აღნიშნავთ, რომ თქვენ უბრალოდ იდეა მოგაფიქრდათ, დანარჩენი კი, ჩვენ განვახორციელეთ, თუმცა თქვენ ძალიან თავმდაბალი ხართ. ყოველთვის […]