პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თენგიზ შერგელაშვილმა დატოვა
თენგიზ შერგელაშვილმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა. „როდესაც „ლელო საქართველოსთვის“ იქმნებოდა, ვიმედოვნებდი, რომ არსებული დაჭაობებული პოლიტიკური ლანდშაფტის ალტერნატიული ძალა შეიქმნებაოდა. გაზაფხულიდან სულ უფრო იზრდებოდა აცდენები ჩემს ხედვებსა და პარტიის მიდგომებს შორის. ბოლო პერიოდში ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში არ დავაჩქარე მოვლენები. დღეს მივმართე პარტიას მისი რიგების დატოვების […]