Thursday, 23 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.51
0.03
0.06

კელი დეგნანი: „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად აღვრიცხოთ არჩევნების გარშემო განვითარებული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოვლენები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების ნდობა შეძლონ“

დღევანდელი არჩევნებისთვის მოსამზადებლად ამერიკის შეერთებული შტატები 6 თვეზე მეტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც ქართველი ხალხი ნდობას გამოუცხადებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს ელჩი კელი დეგნანი ორი ასეთი ორგანიზაციის სათაო ოფისებს ეწვია. ესენია: საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” (PMMG) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო […]

admin31.10.2020

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები ფიქსირდება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება ხდება. კაპანაძის თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა გამგებლები და სკოლის დირექტორები 25-მეტრიანი პერიმეტრის დარღვევით აგიტაციას ეწევიან, ამომრჩეველს ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუხსნიან სოციალურ დახმარებას. „აშკარად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, ძალიან ბევრი ამომრჩეველი არჩევნებზე მიდის და ასეთი […]

admin31.10.2020

შალვა ნათელაშვილი: დღეს სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია, არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ შეგვეძლო, შეგვეშველებინა ჩვენი ხმა დიდი დიდგორისთვის

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამ ისტორიულ დღეს სახლში დარჩენა დანაშაულის ტოლფასია. „ისტორიული დღეა, სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია. ამიტომ ყველა უბნებზე და ყველა გავხდეთ დღევანდელი დიდი გამარჯვების თანამონაწილე, არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ შეგვეძლო, შეგვეშველებინა ჩვენი ხმა დიდი დიდგორისთვის, რომელიც დღეს იმართება ჩვენს ქვეყანაში, ყველა უბნებზე და საღამოს სხვა საქართველოში შევაბიჯებთ. მაღალი აქტივობა […]

admin31.10.2020

ზაალ უდუმაშვილი: შესაძლოა, ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია, შაშკინს ან ოქრიაშვილს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ

შესაძლოა, მექანიკურად მოხდა რომ ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა. „დიმიტრი შაშკინი გახლავთ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მას აქვს იარაღის ტარების უფლება და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის რეგულარულად ატარებს. ეს არ ნიშნავს, რომ ის საარჩევნო უბანზე შედის იარაღით. […]

admin31.10.2020

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. პარტიის ლიდერი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. „დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო […]

admin31.10.2020

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 55-დან 60%-მდეა

„ხელისუფლება, ერთი მხრივ, სრულად, ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მეორე მხრივ, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო უბანზე, არჩევანის გაკეთების შემდეგ. მისი თქმით, საქართველო მზად არის შემდგომი განვითარებისთვის. „მე ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და […]

admin31.10.2020

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან  დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.  საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე  ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში და გერმანულ ბაზა „მარმალზე“გაიხსნა. ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შტაბის ბაზაზე დისლოცირებული  სამხედროები კი, საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ საკუთარ […]

admin31.10.2020

ირაკლი კობახიძე: „ბოლნისში, შეინიშნება ზონდერჯგუფების მობილიზება; პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი“

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება. მისი ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. „თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია. ამ მონაპოვარის გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის, თითოეული პოლიტიკური პარტიისა და […]

admin31.10.2020

აშშ-ის ელჩი: ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია. “ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და არა შედეგზე. “სამართლიანი არჩევნები ნიშნავს, […]

admin31.10.2020

31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.     31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 38 936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 881-ით გაიზარდა და ის 22 691-ს შეადგენს.   ახალი მონაცემებით, 22-ით გაიზარდა ქვეყანაში […]

admin31.10.2020