Thursday, 23 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.51
0.03
0.06

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

პარტია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს.  პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა  მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. „მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მადლობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ – ახალგაზრდებს, თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას – ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

admin31.10.2020

„რუსთავი 2“-ის ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 52.26% მიიღო

ეგზიტ პოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 52.26% პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ გავიდა – ხმების 25.33%-ით. ეგზიტ პოლის შედეგებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ აქვეყნებს. “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 4.20 % “გირჩი” – 3.52 % “ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 2.61% საარჩევნო ბლოკი […]

admin31.10.2020

„იმედის“ ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 55% მიიღო

ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტ პოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 55% პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ გავიდა – ხმების 23 %-ით. ეგზიტ პოლის ტელეკომპანია „იმედმა“ „პაბლიკ ოპინიონს“ დაუკვეთა. ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – 3% ლელო – მამუკა ხაზარაძე – 3% დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი […]

admin31.10.2020

„მთავარი არხის“-ის ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 41% პროცენტი მიიღო

„მთავარი არხის“-ის ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 41% პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ გავიდა – ხმების 33%-ით. ეგზიტ პოლის შედეგებს სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხი“ აქვეყნებს. დანარჩენი ხმები ასე ნაწილდება:  ევროპული საქართველო 5% ლელო 4% გირჩი 3% სტრატეგია აღმაშენებლი 3% პატრიოტთა ალიანში 2% მოქალაქეები 1% […]

admin31.10.2020

ცესკო: 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 45.77%-ია, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. „უკვე 10 საათია კენჭისყრა მიმდინარეობს; ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე სულ 2 საათი დარჩა. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა. საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც […]

admin31.10.2020

კახა კალაძე: რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება „რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა“. კალაძის თქმით, ამ გეგმის შესახებ მათ ჰქონდათ „მათი ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც დადასტურდა კიდეც“. „დღეს ამ შტაბის წევრები პისტოლეტებით შეიარაღებულები დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის […]

admin31.10.2020

ნიკა მელია: კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში

მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ და გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ იქ „შემაშფოთებელია ვითარება“. მან აღნიშნა, რომ გლდანში „უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ […]

admin31.10.2020

ცესკო – 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 პროცენტია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 პროცენტია, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია. ცესკო-ს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში 49.5 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ქვემო ქართლის რეგიონში […]

admin31.10.2020

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში 100-მდე დეპუტატი ეყოლება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე და ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, „15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენ პარტიას და ჩვენს კანდიდატებს“. კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას მომავალ პარლამენტში […]

admin31.10.2020

ილია მეორე: მივმართავ მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს

მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა, –განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის შემდეგ. პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა. „მე მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. და მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ […]

admin31.10.2020