სააკაშვილი მოუწოდებს ივანიშვილს მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება ოპოზიციას და „არაფერი პრობლემა არ იქნება“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება ოპოზიციას და „არაფერი პრობლემა არ იქნება“. „თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ“, აღნიშნა სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში. „წააგეს, დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი მნიშვნელოვანი ერი ვართ. […]