კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პირველივე ტურში აქვს მოპოვებული მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველ პარტიას პირველივე ტურში აქვს მოპოვებული გიორგი გახარიას მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი, რადგან მათ 48%-ზე მეტი მხარდაჭერა დაუფიქსირდათ, რაც კალაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიით 62 დეპუტატი გაიყვანა პარლამენტში, ხოლო 30 მაჟორიტარული ოლქიდან კი ამ დროისთვის 14-ში აქვთ გამარჯვება მოპოვებული. კალაძე აცხადებს, […]