Friday, 26 June 2026
$ 2.65
3.00
£ 3.49
0.04
0.06

ლიბერთის კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო – „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“

ლონდონში,  გაიმართა პრესტიჟული მედია გამოცემა Global Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოება “Best Digital Bank Awards 2025”, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კომერციულმა და ციფრულმა ბანკებმა, ასევე წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს მონაწილეობა. ლიბერთი ბანკი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და მიიღო ჯილდო „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“.  ლიბერთიმ ასევე მიიღო ორი ჯილდო:  ,,საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა  საქართველოში” და  […]

admin08.10.2025

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს, 518 ხმით მიიღო. რეფორმის წინააღმდეგ 96 დეპუტატი წავიდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა. 6 ოქტომბერს რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, ხოლო აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად, მიგრაციის […]

admin07.10.2025

ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას განიხილავს

ევროპარლამენტი ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმას განიხილავს. რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, ხოლო აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარის განმარტებით, რეფორმის შემდეგ, ევროკავშირს შეეძლება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს. ნემეცმა განაცხადა, რომ […]

admin07.10.2025

ცესკოს თავმჯდომარემ 4 ოქტომბრის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

საარჩევნო  ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც  შედგა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.  “მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები  ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. […]

admin04.10.2025

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე 71.55 პროცენტით იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე 71.5 პროცენტით იმარჯვებს. კახა კალაძე დედაქალაქის მერად უკვე მესამე ვადით არის არჩეული. ცესკო-ს ინფორმაციით, დედაქალაქში დათვლილია 584-დან 572 უბანი, რაც საერთო უბნების 97.94 პროცენტს შეადგენს. ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე – 71.55%, 210 280 ხმა. ირაკლი კუპრაძე – 12.45%, […]

admin04.10.2025

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევენ

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა. დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. “მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 […]

admin04.10.2025

Networking Georgia 2025 – სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით ჩატარდა

კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და  ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. სტუდიო ლიბერთის წარდგენით,  ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის […]

admin03.10.2025

ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი ციფრული სერვისები ბიზნესს

ლიბერთი  აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ინოვაციური  საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას,  რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ბანკინგის მაქსიმალური გამარტივება და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტის შექმნა. ამჯერად ბანკმა, Cash in ბანკომატებისთვის ახალი ინოვაციური ფუნქციონალი დანერგა.  კერძოდ,  დღეიდან შესაძლებელია ფიზიკური პირის მიერ, მესამე პირის ანგარიშზე თანხის შეტანის სერვისით სარგებლობა.  აქამდე არსებული სერვისი მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანას […]

admin01.10.2025

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 2025 წელს 7.0%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს ზრდა 5.0%-ზე შენარჩუნდება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ ზრდას შეინარჩუნებს. აზიის განვითარების პროგნოზის 2025 წლის სექტემბრის ანგარიში, ADB-ის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაცია, პროგნოზირებს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 7.0%-ით გაიზრდება, აპრილში პროგნოზირებული 6.0%-ის ნაცვლად, ხოლო 2026 წელს ზრდა 5.0%-ზე შენარჩუნდება. ანგარიშის თანახმად, ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის […]

admin30.09.2025

კიტ კელოგი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების უფლება მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ადასტურებს. კელოგის თქმით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინული ჯარების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება მიზანშეწონილი იქნება. კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას განიხილავს. ამასთან, კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს ამერიკელი ჯარისკაცების […]

admin30.09.2025