2026 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების ცალკეულ სამართალდარღვევებზე სანქციები იზრდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება – მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, […]