Tuesday, 06 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.92 ▼
£ 3.44 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ─

ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წლის ნოემბერში ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 44.2%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა, 782.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის ნოემბერში ექსპორტი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 44.2%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა, 782.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯამურად, იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა, გადააჭარბა 2024 წლის წლიურ მონაცემს და ასევე რეკორდულ ოდენობას – 6,618.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. „იმპორტი 2025 წლის ნოემბერში 1.4%-ით შემცირდა და 1,455.6 […]

admin15.12.2025

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

ლიბერთი, ლოიალობის განვითარების მიმართულებით, აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილ პარტნიორ კომპანიებთან ერთად სოციალური, მასშტაბური პროგრამების განხორციელებას. ამჯერად, ლიბერთიმ ლოიალობის მიმართულებით ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია დაიმეგობრა და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, გორგიას ყველა ფილიალში, შერჩეულ პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა. ლიბერთის და გორგიას ერთობლივი, სპეციალური სოციალური ინიციატივის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, გორგიას ნებისმიერ ფილიალში, […]

admin15.12.2025

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თურქმენეთში გამართული ფორუმში იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე. „დღეს მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს.  […]

admin12.12.2025

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტს ორმხროვი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით მზადყოფნა დაუდასტურა. „ჩვენ […]

admin12.12.2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, არჩევნების შემდეგ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს. „არჩევნების დროს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და ეს უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყოველთვის ჰქონდა „ძალიან კარგი […]

admin12.12.2025

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აშშ-ში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენ ჯო უილსონს, ასევე კონგრესის წევრებს, კიიტ სელფს და იანგ კიმის შეხვდნენ. როგორც პარტიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, შტატებში ვიზიტად იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა, ასევე წევრები – ზურაბ ჭიაბერაშვილი და ლევან სანიკიძე. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს ქართველი ხალხის არჩევანს, იცხოვრონ პროდასავლურ საქართველოში. […]

admin12.12.2025

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. ხაზი გაესვა მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ასევე […]

admin11.12.2025

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი განიხილა და 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააცნო. მომხსენებლის განცხადებით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს. ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3,3%-ს შეადგენს, ხოლო […]

admin11.12.2025

დონალდ ტრამპი: ზელენსკი რეალისტი უნდა იყოს, მაინტერესებს, კიდევ რამდენი დრო გავა არჩევნების ჩატარებამდე, არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ უკრაინაში კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა უკრაინაზე „საკმაოდ მკაცრი სიტყვებით“ ისაუბრეს. მისივე თქმით, აშშ უკრაინაში ფულს არა, თუმცა დიდ დროსა და ძალისხმევას ხარჯავს და ვაშინგტონი ახლა უკრაინისგან პასუხებს ელოდება. „ველაპარაკეთ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ისინი ძალიან კარგი ლიდერები და ჩემი ძალიან კარგი […]

admin11.12.2025

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია და მიმზიდველია, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, პირდაპირი ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს სიჯანსაღეს უსვამს ხაზს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა და 533.2 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 11.0%-ითაა გაზრდილი და 1,296.9 მლნ. აშშ დოლარს […]

admin09.12.2025