2025 წლის 12 თვეში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 2.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა – საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 6.16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. დეკემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 361 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 6.16 მლრდ დოლარს აჭარბებს. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა […]