ეროვნული ბანკის მონაცემით, ათ თვეში წმინდა შესყიდვებმა 1.8 მილიარდამდე აშშ დოლარი შეადგინა, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ კი 5.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ოქტომბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 167.4 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ოქტომბრის მდგომარეობით 5.6 მლრდ დოლარს აჭარბებს. „საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. […]