Friday, 31 July 2026
$ 2.63
3.02
£ 3.53
0.03
0.06

დონალდ ტრამპი: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, აშშ-მა დარტყმები მიიტანა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე. ტრამპის თქმით, ნიგერიაში მოქმედი ტერორისტები „მრავალი წლის, თუ არა ასწლეულების განმავლობაში, სასტიკად ხოცავდნენ ხალხს და პირველ რიგში უდანაშაულო ქრისტიანებს“. […]

admin26.12.2025

2025 წლის 11 თვეში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 308.2 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 5.8 მლრდ დოლარს აჭარბებს. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. […]

admin25.12.2025

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. ლილუაშვილს რამდენიმე ეპიზოდში ადანაშაულებენ. მათ შორის არის ქრთამის აღება, ე.წ. ქოლცენტრები და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვები. „საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის […]

admin23.12.2025

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

ლიბერთის ლოიალობის პროექტის CashBack-ის და Visa-ს ერთობლივი საახალწლო აქცია დაიწყო. 24-დან – 26 დეკემბრის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ იშოპინგონ საახალწლოდ მათთვის საყვარელ CashBack-ის მეგობარ ობიექტებში და დაიბრუნონ 60%-მდე ქეშბექი მომენტალურად.  24 დეკემბერი | MINISO — 40% ქეშბექი | ლიმიტი — 100₾ | სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის, ლიმიტი — 150₾ | ქეშბექი ვრცელდება არსებულ […]

admin23.12.2025

ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა – „უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, სრულად დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია“

უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, სრულად დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და გადავიდეს ევროკავშირის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ, – ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „ევროკომისიამ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების […]

admin19.12.2025

ფრიდრიხ მერცი: ჩვენ ნამდვილად ჩავაბარეთ გამოცდა, უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მოიცავს 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხს, რომლის დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთისგან კომპენსაციას მიიღებს

ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხი გამოუყონ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მერცის თქმით, უკრაინას ამ სესხის დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთისგან კომპენსაციას მიიღებს. „დღეს ჩვენ ნამდვილად ჩავაბარეთ გამოცდა. ჩვენ წინაშე დადგა კითხვა, ნამდვილად გვესმოდა თუ არა გეოპოლიტიკის გამოწვევები, ნამდვილად ვხედავდით თუ არა […]

admin19.12.2025

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. როგორც მოსალოდნელი იყო, სებ-ის ცენტრალური სცენარის შესაბამისად, ინფლაციის ტემპმა ნორმალიზაცია დაიწყო და ნოემბრის მდგომარეობით 4.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ნარჩუნდება, რაც შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორებში […]

admin17.12.2025

სსფ-ის მისია: საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ზომიერდება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიან ტრენდს უახლოვდება

საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ზომიერდება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიან ტრენდს უახლოვდება. ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სამიზნე მაჩვენებელს აღემატება, თუმცა კლებადია,- ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრთა განცხადებაში. განცხადების მიხედვით, სებ-მა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს და პოლიტიკის გამკაცრებისთვის იყოს მზად, თუ ინფლაცია მოსალოდინს გადააჭარბებს. „ფისკალური და საგარეო ბუფერების […]

admin17.12.2025

შალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ

მარტა კოსის განცხადებაში იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. მას წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის უპატივისმცემლობა, მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა და ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც ადგას ევროპული ბიუროკრატია. „არ დავივიწყოთ, რომ ეს ის მარტა […]

admin16.12.2025

ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წლის ნოემბერში ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 44.2%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა, 782.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის ნოემბერში ექსპორტი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 44.2%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა, 782.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯამურად, იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა, გადააჭარბა 2024 წლის წლიურ მონაცემს და ასევე რეკორდულ ოდენობას – 6,618.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. „იმპორტი 2025 წლის ნოემბერში 1.4%-ით შემცირდა და 1,455.6 […]

admin15.12.2025