Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში ახალი საწარმო გაიხსნა

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი ესწრებოდნენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance […]

admin22.02.2018

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოში მისიას და დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოში მისიას და დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. როგორც იან კელიმ აღნიშნა, დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს. „საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ჩემთვის და ეს ის ადგილია, რომელსაც სინამდვილეში ვერასდროს დავემშვიდობები”, განაცხადა ელჩმა, რომელიც მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს. კელის თქმით, საქართველოში […]

admin22.02.2018

თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს

თბილისში, თემქის დასახლებაში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი 20 წლის გოგოს ცხედრის აღმოჩენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. „დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი […]

admin22.02.2018

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ოჯახური ძალადობის შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის სოციალური სამსახურის უფროსი აზა ონიანი ესწრებოდნენ, ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დასაძლევად სახელმწიფო პოლიტიკის განხილვას ემსახურებოდა. მხარეებმა დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე […]

admin21.02.2018

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. საკანონმდებლო ორგანომ 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა, სადაც გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული ვეტოს შინაარსი დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.

admin21.02.2018

გიორგი კვირიკაშვილმა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი შეაფასა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარდგენილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი შეაფასა. „ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან”, […]

admin21.02.2018

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი: რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს

რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, განაცხადა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით სუჯაშვილმაჟურნალისტებთან კომენტირებისას. მას პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. „დღეს დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ქვეყანაზე – მაგალითად, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა […]

admin20.02.2018

იან კელი: მოქალაქეებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ აუცილებლად დაემორჩილონ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, „მოქალაქეებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ აუცილებლად დაემორჩილონ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს”. ელჩმა განცხადება ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორ ლევან დოლიძესთან ერთად, სტრატეგიული კომუნიკაციის ტრენინგების დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა. შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ […]

admin20.02.2018

გიორგი კვირიკაშვილი: აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში

დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არამხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-თან თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისთვის და დღევანდელობისთვის, […]

admin20.02.2018

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. პროკურატურა ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარით განსაზღვრა. ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურებოდა. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს.

admin19.02.2018