მატისი ქართველ ლიდერებს მიუნხენში შეხვდა – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს
აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა – ნათქვამია პენტაგონის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რელიზში. თავდაცვის მდივანმა აღნიშნა საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნის, უდიდესი წვლილი აშშ-სა და ნატოს მხარდამხარ ავღანეთში, ამავე დროს […]