პატრიარქი: უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ, მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა […]