ვახტანგ გომელაური: გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ და გააფართოვონ პოლიტიკური გავლენები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უწყების საქმიანობის შესახებ პარლამენტს ანგარიშს აცნობს. როგორც ვახტანგ გომელაურმა მოხსენებისას განაცხადა, გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, რომ გააძლიერონ პოლიტიკური გავლენები. „რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის […]