დიმიტრი ქუმსიშვილი მეწარმე ქალებს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს მეწარმე ქალებს შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა ქალბატონებმა. ფედერაციამ განახლებულ ფორმატში პირველი შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა. შეხვედრას 60-ზე მეტი ბიზნეს ქალბატონი დაესწრო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალის როლს და მნიშვნელობას ეკონომიკაში, მისი გავლენის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვ. […]