გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგში, რუსებისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. სასამართლოს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა. სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. „როგორც შეგპირდით და განვაცხადეთ, ეს იყო უკომპრომისო, ოღონდ სამართლიანობისა და სამართლისთვის ბრძოლა. ამ შემთხვევას, ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში […]