სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ადიგენის მერმა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მხარის გუბერნატორი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა აბასთუმანში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარე პროცესს გაეცნენ. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დაგეგმილია დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა-აღდგენა. სახლები მე-19, მე-20 […]