ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. დილიდან სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტობანიერის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა აღავლინა, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა აკურთხა სახლ-მუზეუმი. […]