შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად კუპრავას და კიდევ სხვა სამი პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზვიად კუპრავა დაკავებულია. უწყებაში აცხადებენ, რომ იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული. მათივე ინფორმაციით, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული აქციის კიდევ სამი მონაწილე. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე […]