განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს საკრებულოს წევრი და სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
სოფელ უჯარმაში სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰა მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის სანაცვლოდ საგარეჯოს საკრებულოს წევრმა და სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა მოქალაქისაგან ქრთამის სახით 280 000 აშშ დოლარი მოითხოვა და სუს-მა ისინი თანხის ნაწილის, 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული […]