25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით, ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება
25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული ფაკულტეტის დაარსებიდან რიგით მე-3 კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ზოგადად, ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია ერთიანი სამი ჰიპოსტაზია, რომელსაც პროგრესის თანამედროვე არსი და სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია ეფუძნება. „კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები […]