გარდაბანში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და დადებითად შეაფასეს დადგენილების პროექტი, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. ასევე დადებითად გადაწყდა საკითხი, რომელიც შეეხებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ გარდაბანში მცხოვრები გურამი ზურაბიანის დახმარების გაწევას. სხდომაზე განხილულ […]