სერჟანტთა დღე კოჯორში საველე სწავლებით აღინიშნა
კოჯორში სერჟანტთა ათეულის მეთაურის კურსის მსმენელების მიერ საჩვენებელი სიტუაციური სწავლება გაიმართა. სწავლებაში სამხედრო მოსამსახურეები, ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის მსმენელები, შემფასებელი-ინსტრუქტორები და უზრუნველყოფის დამხმარე ჯგუფი მონაწილეობდა. ათეულის დავალებას ტაქტიკური გადაადგილების დროს მოწინააღმდეგის აღმოჩენა და განადგურება წარმოადგენდა. სწავლების მიზანს ათეულის მეთაურების მხრიდან ტაქტიკურ ოპერაციებში პირადი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით შემადგენლობის მართვა და უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სწავლებას თავდაცვის მინისტრი ლევან […]