გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად ასახელებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. “დაახლოებით სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში, გავმართე კონსულტაციები. იმ მომენტისთვის, როდესაც მე გავმართე კონსულტაციები, “ქართული ოცნების” მიერ ერთი კანდიდატურა – […]