საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტმა ომამდე და ომის შემდეგ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი დამოუკიდებლობის პირველივე წლებში შეეცადა საქართველოს დასჯას, ათი წლის წინ კი, ვერაგული თავდასხმა განხორციელდა. „ათი წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ […]