აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. კონსტიტუციის მიხედვით, ამ თანამდებობაზე კანდიდატი საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. მარგველაშვილის მიერ რიჟვაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, იგი აჭარის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და პროგრამას წარმოადგენს. „ვფიქრობ, ის შემადგენლობა, რაც დღეს არის მინისტრთა კაბინეტში, არის დიდი კომპეტენცია, გამოცდილება, […]