საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა. მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს ხმა 101-მა დეპუტატმა მისცა, 12 წინააღმდეგ წავიდა. პრემიერ მინისტრმა დასკვნით სიტყვაში იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით მიაღწევენ იმ მიზანს, რაც პროგრამაშია გაწერილი. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვისმინეთ და გვქონდა შინაარსიანი საუბრები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამომსვლელს. კიდევ […]