სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური მცხეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მცხეთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა. განაჩენის გამოცხადებამდე კი მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დაიხურა. მოსამართლემ ამის მიზეზად საქმეში არსებული სქესობრივი დანაშაულის ნიშნები და არასრულწლოვნის გარდაცვალება დაასახელა. 19 წლის მწყემსს ბრალად ედება ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და […]