საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 102 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 102 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გორში, I ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა. მან წვევამდელებს სიტყვით მიმართა, წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. დღესვე სათანადო საბრძოლო მომზადებითა და დისციპლინით გამორჩეული ჯარისკაცები გამოავლინეს, რომლებსაც საპატიო სიგელები […]