გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრემიერმინისტრი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი მიიღო, რომელიც თბილისში პირველად იმყოფება და საქართველოს OGP- ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სექტორული ურთიერთობების განვითარებას. პრეზიდენტი მიესალმა ყირგიზეთის პრემიერის პირველ ვიზიტს საქართველოში, და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში. […]