მამუკა ბახტაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პედრო სერანოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს პედრო სერანოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღინიშნა საქართველოს, როგორც გლობალური უსაფრთხოების სფეროში საიმედო მოკავშირის როლი. ყურადღება გამახვილდა შავის […]