Friday, 17 July 2026
$ 2.63
3.02
£ 3.56
0.03
0.06

თავდაცვის მინისტრი აშშ-ში გამარჯვებულ პარასპორტსმენებს თბილისის აეროპორტში დახვდა

აშშ-ში, პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაბრუნებული დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 38 მედლით დაბრუნდა. პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს გამარჯვება პირადად მიულოცა. ლევან იზორიამ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა […]

admin12.03.2019

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან LRT

„ბიზნესკონტინენტი” გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილთან „ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ინგლისურ ენაზე ჩაწერილ ინტერვიუს, რომლის ქართულ თარგმანსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. წამყვანი: ძალიან სასიამოვნოა თქვენი ხილვა და თქვენთან საუბარი აქ, ჩვენს სტუდიაში. თქვენი პირადი ისტორია შესანიშნავია. თქვენ დაიბადეთ საფრანგეთში და ამჟამად თქვენს ქვეყანას ხელმძღვანელობთ. როდესაც პირველად ნახეთ საქართველო, ძალიან განსხვავდებოდა თუ არა იმისგან, რაც წარმოგედგინათ, რაც თქვენს ფანტაზიებსა […]

admin12.03.2019

თავდაცვის სამინისტრო წვევამდელზე განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. „ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელზე ქ. კ. განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს და 181-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გამოძალვას […]

admin11.03.2019

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა იუსტიციის მინისტრის პოსტი დატოვოს

„პირველ რიგში ის შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ეს საკითხი არის ძალიან მასშტაბური და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. […]

admin11.03.2019

„ტავ ჯორჯია“ Georgian Airways-ისგან 9 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების დაფარვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შეზღუდვას აპირებს

„ტავ ჯორჯია“ Georgian Airways-ის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართულ ავიაკომპანიას დღევანდელი მონაცემებით 9 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს „ტავ ჯორჯიას“ მიმართ, თუმცა ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია Georgian Airways არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, ტავ ჯორჯია იძულებული გახდება შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის […]

admin11.03.2019

დიმიტრი ხუნდაძე: უნდა იყოს პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთისგან დისტანცირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბიზნესი იყოს დისტანცირებული პოლიტიკისგან და ასევე პოლიტიკაც არ შედიოდეს ღრმად ბიზნესში, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ. პირველის” გადაცემა „პირველების” პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა. „რეალობა სხვა არის, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკამ ბიზნესი თავისი საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენოს, ან ვთქვათ, ბიზნესმა, თუ მას შეექმნა რაიმე პრობლემა, გამოიყენოს პოლიტიკური […]

admin11.03.2019

თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეაბილიტაციამდე აღნიშნულ მონაკვეთზე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. „ნაფეტვრების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. […]

admin11.03.2019

თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ვადამდელი არჩევნებია საჭირო, ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს; უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა“

„2020 წლამდე არა, ვადამდელი არჩევნებია საჭირო, ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა თავისი ახალი პარტიის „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელ ყრილობაზე. „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ქვეყანა ვიღაცამ, ახალგაზრდების ენაზე რომ ვთქვა, „მოთაგა“, დაიბევა. რას ვგულისხმობ ამაში? რამდენადაც შესაძლებელი იყო, ამოვიღეთ მასალები და იცით, მიწები გაყიდულია […]

admin10.03.2019

შალვა ნათელაშვილი: რა განსხვავებაა ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის? – ივანიშვილმა მოახდინა პოლიტიკისა და საქართველოს პრივატიზაცია, ხაზარაძემ 30 წელი არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ჩვენი ხალხი

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ქართველ ბიზნესმენებს აკრიტიკებს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მსხვილ ბიზნესზე „დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, არც ჰყავს და არც ეყოლება”.  „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს მიაჩნია, რომ ბიზნესმენებს დარჩათ გადარჩენის ერთადერთი გზა, რომელიც ნათელაშვილის მოსაზრებით, გადარჩენის ფონდის შექმნასა და „წაღებული ფულის უკან დაბრუნებაში” მდგომარეობს. „მმართველ ოლიგარქიაში ატეხილ შინაომათან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ მსხვილ ბიზნესზე დიდი […]

admin09.03.2019

ოთარ კახიძე: მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებული, შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს

„ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კახიძემ განაცხადა, „უაღრესად საგანგაშო ვითარების” გამოსასწორებლად, ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაა აუცილებელი. „მარტო ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი. მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებული, შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას. ეს არის ძალიან […]

admin09.03.2019