მამუკა ბახტაძე შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრ პეტერ ერიქსონსა და საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ბოლო ათი წლის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებს. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დაარსებიდან, რომლის ინიციატორიც შვედეთი იყო, ათი წელი […]