საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სომხეთში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. როგორც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ეს ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის და დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, სულიერ ღირებულებებზე და ძალიან […]