Thursday, 27 August 2026
$ 2.62
3.06
£ 3.57
0.03
0.05

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება შესაძლებელია

„ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების შერჩევასთან და როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი წარდგინების საფუძველზე მომზადდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, […]

admin16.04.2019

საქართველოს პრემიერ მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, შავი ზღვის აუზის პერსპექტივები, სატრანსპორტო კავშირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი განიხილეს. დადებითად შეფასდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დადებითი დინამიკა და ის […]

admin16.04.2019

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების  რიგითი ნომრები განსაზღვრა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება 3 სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკომ უკვე მიიღო განკარგულება, რომელიც საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, […]

admin15.04.2019

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო. „მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა არავის მოგვწონს. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს პარკის ტერიტორია სერიოზულად დაზიანდა. […]

admin15.04.2019

მამუკა ბახტაძემ მარნეულის მოსახლეობას მიმართა: მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს ჩავდებთ და გავასამმაგებთ იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს მოქმედებს თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში

ჩვენ, როგორც ერთი ქვეყნის შვილები, საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში ვდგავართ. ჩვენთვის, ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას. „სწორედ ამიტომაც, არის ის, რომ 2019 წელს ჩვენ გამოვყავით რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულისთვის, თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, […]

admin13.04.2019

ირაკლი ღარიბაშვილი: ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ უსუსურ ოპონენტებს მივმართავ, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში

ჩვენი მთავარი სიძლიერე, ეს არის ჩვენი ერთობა. საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, თავისი მრავალეთნიკურობით და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნავს და შრომობს, რა თქმა უნდა ჩვენი სიმდიდრეა. მე მინდა ამ […]

admin13.04.2019

კოჯორში გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად საყრდენი კედელი შენდება

კოჯორში, სკოლის ქუჩაზე, სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, 90 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი შენდება. კედლის მოწყობის სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა აფინანასებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 137 593 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში, არსებული, დაზიანებული კიბის ნაცვლად, ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის ახალი კიბე, კედლის მთელ პერიმეტრზე კი ლითონის მოაჯირი და მავთულბადის ღობე დამონტაჟდება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც კონტრაქტორი […]

admin12.04.2019

გიორგი ქობულია – ევროკავშირი ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნაში დაგვეხმარება

საქართველოში ტექსტილისა და ავეჯის მწარმოებელი კლასტერების შექმნის შესახებ კვლევის შედეგები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლებიც ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებს გააცნეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო […]

admin11.04.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ტარიელ ჯანხოთელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. 11 აპრილს საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ საცხენისისა და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ადგილზე მოისმინა და ხალხს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს მოასფალტდება სოფელ საცხენისისა და ახალსოფლის დამაკავშირებელი გზა, მოწესრიგდება ახალისოფლისა და საცხენისის შიდა გზები, გარდა ამისა […]

admin11.04.2019

ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. ასეულის დონის გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე ბატალიონის 152 მილიმეტრიანი „მსტა” ბატარეა და 152 მილიმეტრიანი „გეოცინტის” ოცეული მონაწილეობდა. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში ასეულის დონის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და დაზვერვის ჯგუფებისა და საცეცხლე ქვედანაყოფების შერწყმა წარმოადგენდა. ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა სამხედრო მოსამსახურეების […]

admin11.04.2019