Friday, 17 July 2026
$ 2.63
3.01
£ 3.54
0.03
0.06

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი სოფელ მუღანლოშუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

10 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ ბექა ონიანთან ერთად სოფელ მუღანლოს ესტუმრა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფელ მუღანლოში 1 260 მეტრის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „გარდაბნის საგზაო სამმართველო“ 370 000 ლარად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასრულებს. შიდა გზების მოასფალტება 20 მარტს დაიწყო და მიმდინარე […]

admin10.04.2019

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. თბილისის მერი კახა კალაძე დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა, ახალმოსახლეობა მიულოცა და საცხოვრებელი ბინების გასაღები გადასცა. დედაქალაქის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 57 ოჯახისთვის ფართების გადაცემასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო […]

admin10.04.2019

მომდევნო თვეების განმავლობაში, თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

მომდევნო თვეების განმავლობაში, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს საცხოვრებელი ფართებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში დამატებით, 57 ოჯახი დაკმაყოფილდება. „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. 3 000-მდე ოჯახია […]

admin10.04.2019

საქართველოს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივის განვითარების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაო შეხვედრა დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და სამხედრო დეპარტამენტის პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა აბესალომ მანჯავიძემ გახსნეს, მის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს მზარდ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და […]

admin10.04.2019

გარდაბანში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ტარიელ ჯანხოთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე – კახაბერ კობერიძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მამა ზურაბმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან, გარდაცვლილი გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი […]

admin09.04.2019

ბიძინა ივანიშვილის წერილი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით

საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და  ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილი. დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი. საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი. […]

admin08.04.2019

გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. თბილისის მერის დავალებით, დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებში მოეწყო 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური […]

admin07.04.2019

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია „Changan”-მა, რომელიც მსოფლიოში ელექტრომობილების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, “Changan”-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა “ვოლვო”, “ფოლკსვაგენი” და „ფორდი”. „უკვე 2020 წლიდან ჩვენ […]

admin07.04.2019

169 ნუშის ნერგი დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად

ქალაქ გორში კვერნაქის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 11-17 წლის ბავშვებმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს. ნუშის ნერგების დარგვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და გმირების შვილებმა გორის სამების ეკლესიაში გადაინაცვლეს. […]

admin07.04.2019

მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია ოფიციალურად წარადგინა

მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინა. „ქართული ოცნების” სახელით ზუგდიდის რიგგარეშე არჩევნებში გიორგი შენგელია იბრძოლებს. მერობის კანდიდატი ზუგდიდელებს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. „თქვენივე რჩევითა და რეკომენდაციით „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად შევარჩიეთ გეგა შენგელია, ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი. ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით. პირველი, არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც […]

admin06.04.2019