ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
ცესკოს-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, გუშინ, ზუგდიდში კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. „გუშინ, ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის – კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, […]