ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, პირველი, საერთაშორისო, სამდღიანი, სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა. კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ 2019 წელს ბოტანიკური ბაღისთვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა […]