საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე, თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან გამართა. ქ. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ირაკლი ღარიბაშვილი ადამ კინზინგერსა და ალექსანდერ მუნის შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტისთვის, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამერიკელმა კონგრესმენებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის […]